Wednesday, January 23, 2013

გარდაცვალება


 

მეთევზე
გარდაცვალება
ერთ დღეს ილია ზდანევიჩს უნდა ენახა ნიკო, რათა მის პორტრეტზე მუშაობა გაეგრძელებინა. შუადღისას შეუარა. მხატვარი ოთახის კუთხეში, სკამებზე გადებულ ფიცარზე წამოწოლილი ისვენებდა. “ჩემი ტალანტი დაიღალა ლოდინით, მე დილით გელოდი, შენ კი დაიგვიანეო,” – უსაყვედურა ფიროსმანმა-ის მართლაც დაღლილი იყო… ავადმყოფობით შიმშილით, დაუფასებლობით    
1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.
არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა. არჩილ მაისურაძის ვარაუდით, მხატვრის სამუდამო განსასვენებელი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
საღებავებზე, ძვირფას ტილოსა და საკუთარ ოთახზე ოცნება ჩვენთვის უცნობ საფლავში წაიღო გენიოსმა მხატვარმა
წყარო

წიგნი ფიროსმანზე


წიგნი ფიროსმანზე

ეს წიგნი ფიროსმანის პიროვნებასა და შემოქმედებას   ეხება. თვითონ ავტორი წარმოშობით მირზაანის მეზობელი სოფლიდანაა, ამდენად ზედმიწევნით იცნობს ამ კუთხეს და ისეთი დამაჯერებლობით გვიხატავს გენიოსი შემოქმედის პირველსაცხოვრისის მიდამოებსა და მის ნიშანდობლივ ბუნებრივ თვისებებს, მკითხველს მირზაანი თვალითაც რომ არასოდეს ჰქონდეს ნანახი, თავს მის განუყოფელ ნაწილად იგრძნობს... და რაც მთავარია, მწერალი სრულებით ახალ, განსხვავებულ შეხედულება-მოსაზრებებს გამოთქვამს როგორც ფიროსმანის ზოგიერთ ნახატზე, არსებითად ისე მის შემოქმედებაზეც. იმედია, «გათავისუფლება» დააინტერესებს როგორც მხატვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს და ფიროსმანის თაყვანისმცემლებს, ისე ნებისმიერ წიგნიერ პიროვნებას. წყარო:  






                                                                                   

ფიროსმანის გამოფენა (ნახატები)



მამალი და კრუხწიწილა
-მამალი და კრუხწიწილაფიროსმანის ამ შედევრს თავიდანვე ცუდი ბედი დაჰყვა. ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. პაპუნა წერეთელი იხსენებდა: “ეზოში რომ ჩავდიოდი, უნებურად ჩემი ყურადღება მიიპყრო მუყაომ, რომელსაც ნაგავთან ერთად ხვეტავდა მეეზოვე. მის ერთ მხარეს რაღაც ლაქები ემჩნეოდა, მეორე კი ყავისფერი იყო, სწორედ იმ ფერის, როგორიც ნიკოს ნახატებია. აღელვებით ვიღებ ხელში მუყაოს და ცხვირსახოცით ვწმენდ ტალახს. დიდი განცვიფრებით ვუყურებ, როგორ აღდგა ჩემ თვალწინ სოფლის ეზო, ქალი, კრუხი წიწილებით.”
“მამალი და კრუხწიწილა” ცოტა ხნით გადაეცა ეროვნულ გალერეას. თაღლითური ჯგუფის წევრები მისი ქვეყნიდან გატანას აპირებდნენ. ნახატი ნახევარ მილიონადაა შეფასებული და მხატვრის 147-ე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

მარგარიტა
-მარგარიტანიკალას ცხოვრებაში ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. კაფე შანტანის მომღერალ-მოცეკვავე ფრანგმა ქალმა, მადმუაზელ მარგარიტამ დაატყვევა ფიროსმანი. ნიკო ისეთი ბედნიერი იყო ამ სიყვარულით, რომ მარგარიტასთვის არაფერს იშურებდა. საჩუქრები, ძვირფასეულობა, ყვავილები – ყველაფერი მას. მარგარიტამ შეიტყო, რომ ნიკო უბრალო მედუქნე იყო და ყველაფერი მას შესწირა, ამიტომ მისი ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ფიროსმანი გააფრთხილა, რომ მეორე დღეს მასთან არ მისულიყო, რადგან ეკლესიაში წასვლასა და მათი ბედნიერებისთვის ლოცვას აპირებდა. ნიკომ დაუჯერა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ გაეშურა თავისი ერთადერთი სიყვარულის სანახავად. სასტუმროში უთხრეს, რომ მარგარიტა პარიზს გაემგზავრა.
განცდილმა ტკივილმა სამუდამო დაღი დაამჩნია მხატვრის გულს. ასე დასრულდა მისი შეძლებული ცხოვრებაც, სიტყვაძუნწი და ჩუმი გახდა. ასეთი ტკივილით შექმნა ნიკომ მარგარიტას პორტრეტი. თეთრ ფერს ის სიყვარულის, სიკეთისა და სულიერი სიწმიდის სიმბოლოდ თვლიდა, ამიტომ დახატა მარგარიტა თეთრი ფერით.
აქედან დაიწყო მხატვრის ხელმოკლე ცხოვრება. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების ხატვა იქცა. მედუქნეები კაპიკების სანაცვლოდ ახატინებდნენ ნიკალას დუქნებს. მუშაობა ბნელ და ცივ ოთახებში უხდებოდა. აღებული თანხა ზოგჯერ საღებავებისთვისაც არ ჰყოფნიდა. ცხოვრობდა იქ, სადაც სამუშაოს მისცემდნენ.
                                                                         

ფიროსმანი

"1915 წელს მხატვართა კავშირის თხოვნით ლადო გუდიაშვილმა კვლავ მოძებნა ფიროსმანი, რათა მისთვის მცირედი თანხა გადაეცა. ლადომ ის დიდუბეში პატარა სახლის კიბის ქვეშ იპოვა დაუძლურებული. ნიკომ თავისი ტკივილი გაუზიარა გუდიაშვილს: “ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან…

-პირველები, რომლებმაც ფიროსმანის ტალანტი დააფასეს, ძმები ზდანევიჩები იყვნენ. ერთ-ერთ დუქანში ნანახი ნახატებით მოხიბლულებმა მხატვრის ძებნა დაიწყეს. მალე იპოვეს კიდეც. ილია ზდანევიჩი იხსენებდა: “მივედით მალაკნების ქუჩაზე ერთ სახლთან. აქ გვიჩვენეს: აგერ, ნიკალა ქვაფენილზე დგასო. მას ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა “სარძეო”. ჩვენკენ მობრუნდა, ღირსეულად თავი დაგვიკრა და განაგრძო მუშაობა. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან დგას მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში, თავზე ახურავს რბილი ფეტრის ქუდი. მაღალი, მშვიდი, ამაყი, მაგრამ გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით”.
ძმებმა ზდანევიჩებმა მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბნებში ფიროსმანის ნახატების შეგროვება დაიწყეს. მედუქნეები ზოგჯერ კაპიკებად აძლევდნენ ნახატებს, ზოგჯერ კი დიდი ბრძოლა სჭირდებოდათ “ფიროსმანისტებს”. ილია ზდანევიჩმა პრესაშიც გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც საშინელი რეაქცია მოჰყვა. “უსწავლელი მხატვარი და მისი “მეცენატები” ძლივს მოჩიტული ბარტყებიო,” მაგრამ ფიროსმანისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობდა. 1913 წელს მისი სურათები მოსკოვში გააგზავნეს გამოფენაზე. ეს იყო ფიროსმანის პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე.
1915 წელს თბილისში ჩამოსულმა კირილე ზდანევიჩმა ნახატების შეგროვება განაგრძო. დაადგინა, რომ ორთაჭალაში, ელდორადოს ბაღში იყო ბევრი ნამუშევარი. ზდანევიჩი ეჭვმა შეიპყრო, რომ ნამუშევრები განადგურებული იქნებოდა, რადგან ცოტა ხნის წინ ეს ადგილები დაარბიეს. მაგრამ ელდორადოში შესვლისთანავე გულზე მოეშვა. აივანზევე დაინახა ლეგენდარული “ჟირაფი” და “ორთაჭალის ტურფა”. მასპინძელმა კიდევ რამდენიმე ნახატი მიჰყიდა ზდანევიჩს იაფად, მათ შორის იყო “შავი ლომი”. კირილეს დიდი შრომა დასჭირდა, რომ ნახატები მრავალი წლის ჭუჭყისა და მტვრისაგან გაეწმინდა.
1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.
არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა. არჩილ მაისურაძის ვარაუდით, მხატვრის სამუდამო განსასვენებელი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია". წყარო

Wednesday, January 9, 2013

ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანის დაიბადა 1862, შესაძლოა 5 მაისს. მისი მშობლები - ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლე ტოკლიკიშვილი იყვნენ ფერმერები. მათ ჰყავდათ, რამდენიმე ძროხა , ხარი და ჰქონდათ პატარა ვენახი და არ იყო ცუდი მამამისი აქტიურად მუშაობდა იმისთვის რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ ერთად. მათ სამი შვილი, ორი ქალიშვილი - მარიამი პეპე და ახალგაზრდა ნიკო.