Wednesday, January 23, 2013

ფიროსმანის გამოფენა (ნახატები)



მამალი და კრუხწიწილა
-მამალი და კრუხწიწილაფიროსმანის ამ შედევრს თავიდანვე ცუდი ბედი დაჰყვა. ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. პაპუნა წერეთელი იხსენებდა: “ეზოში რომ ჩავდიოდი, უნებურად ჩემი ყურადღება მიიპყრო მუყაომ, რომელსაც ნაგავთან ერთად ხვეტავდა მეეზოვე. მის ერთ მხარეს რაღაც ლაქები ემჩნეოდა, მეორე კი ყავისფერი იყო, სწორედ იმ ფერის, როგორიც ნიკოს ნახატებია. აღელვებით ვიღებ ხელში მუყაოს და ცხვირსახოცით ვწმენდ ტალახს. დიდი განცვიფრებით ვუყურებ, როგორ აღდგა ჩემ თვალწინ სოფლის ეზო, ქალი, კრუხი წიწილებით.”
“მამალი და კრუხწიწილა” ცოტა ხნით გადაეცა ეროვნულ გალერეას. თაღლითური ჯგუფის წევრები მისი ქვეყნიდან გატანას აპირებდნენ. ნახატი ნახევარ მილიონადაა შეფასებული და მხატვრის 147-ე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

მარგარიტა
-მარგარიტანიკალას ცხოვრებაში ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. კაფე შანტანის მომღერალ-მოცეკვავე ფრანგმა ქალმა, მადმუაზელ მარგარიტამ დაატყვევა ფიროსმანი. ნიკო ისეთი ბედნიერი იყო ამ სიყვარულით, რომ მარგარიტასთვის არაფერს იშურებდა. საჩუქრები, ძვირფასეულობა, ყვავილები – ყველაფერი მას. მარგარიტამ შეიტყო, რომ ნიკო უბრალო მედუქნე იყო და ყველაფერი მას შესწირა, ამიტომ მისი ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ფიროსმანი გააფრთხილა, რომ მეორე დღეს მასთან არ მისულიყო, რადგან ეკლესიაში წასვლასა და მათი ბედნიერებისთვის ლოცვას აპირებდა. ნიკომ დაუჯერა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ გაეშურა თავისი ერთადერთი სიყვარულის სანახავად. სასტუმროში უთხრეს, რომ მარგარიტა პარიზს გაემგზავრა.
განცდილმა ტკივილმა სამუდამო დაღი დაამჩნია მხატვრის გულს. ასე დასრულდა მისი შეძლებული ცხოვრებაც, სიტყვაძუნწი და ჩუმი გახდა. ასეთი ტკივილით შექმნა ნიკომ მარგარიტას პორტრეტი. თეთრ ფერს ის სიყვარულის, სიკეთისა და სულიერი სიწმიდის სიმბოლოდ თვლიდა, ამიტომ დახატა მარგარიტა თეთრი ფერით.
აქედან დაიწყო მხატვრის ხელმოკლე ცხოვრება. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების ხატვა იქცა. მედუქნეები კაპიკების სანაცვლოდ ახატინებდნენ ნიკალას დუქნებს. მუშაობა ბნელ და ცივ ოთახებში უხდებოდა. აღებული თანხა ზოგჯერ საღებავებისთვისაც არ ჰყოფნიდა. ცხოვრობდა იქ, სადაც სამუშაოს მისცემდნენ.
                                                                         

No comments:

Post a Comment