გარდაცვალება
ერთ დღეს ილია ზდანევიჩს უნდა ენახა ნიკო, რათა მის პორტრეტზე მუშაობა გაეგრძელებინა. შუადღისას შეუარა. მხატვარი ოთახის კუთხეში, სკამებზე გადებულ ფიცარზე წამოწოლილი ისვენებდა. “ჩემი ტალანტი დაიღალა ლოდინით, მე დილით გელოდი, შენ კი დაიგვიანეო,” – უსაყვედურა ფიროსმანმა-ის მართლაც დაღლილი იყო… ავადმყოფობით შიმშილით, დაუფასებლობით
1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.
არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა. არჩილ მაისურაძის ვარაუდით, მხატვრის სამუდამო განსასვენებელი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
საღებავებზე, ძვირფას ტილოსა და საკუთარ ოთახზე ოცნება ჩვენთვის უცნობ საფლავში წაიღო გენიოსმა მხატვარმა
წყარო
წყარო
No comments:
Post a Comment