-პირველები, რომლებმაც ფიროსმანის ტალანტი დააფასეს, ძმები ზდანევიჩები იყვნენ. ერთ-ერთ დუქანში ნანახი ნახატებით მოხიბლულებმა მხატვრის ძებნა დაიწყეს. მალე იპოვეს კიდეც. ილია ზდანევიჩი იხსენებდა: “მივედით მალაკნების ქუჩაზე ერთ სახლთან. აქ გვიჩვენეს: აგერ, ნიკალა ქვაფენილზე დგასო. მას ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა “სარძეო”. ჩვენკენ მობრუნდა, ღირსეულად თავი დაგვიკრა და განაგრძო მუშაობა. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან დგას მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში, თავზე ახურავს რბილი ფეტრის ქუდი. მაღალი, მშვიდი, ამაყი, მაგრამ გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით”.
ძმებმა ზდანევიჩებმა მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბნებში ფიროსმანის ნახატების შეგროვება დაიწყეს. მედუქნეები ზოგჯერ კაპიკებად აძლევდნენ ნახატებს, ზოგჯერ კი დიდი ბრძოლა სჭირდებოდათ “ფიროსმანისტებს”. ილია ზდანევიჩმა პრესაშიც გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც საშინელი რეაქცია მოჰყვა. “უსწავლელი მხატვარი და მისი “მეცენატები” ძლივს მოჩიტული ბარტყებიო,” მაგრამ ფიროსმანისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობდა. 1913 წელს მისი სურათები მოსკოვში გააგზავნეს გამოფენაზე. ეს იყო ფიროსმანის პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე.

1915 წელს თბილისში ჩამოსულმა კირილე ზდანევიჩმა ნახატების შეგროვება განაგრძო. დაადგინა, რომ ორთაჭალაში, ელდორადოს ბაღში იყო ბევრი ნამუშევარი. ზდანევიჩი ეჭვმა შეიპყრო, რომ ნამუშევრები განადგურებული იქნებოდა, რადგან ცოტა ხნის წინ ეს ადგილები დაარბიეს. მაგრამ ელდორადოში შესვლისთანავე გულზე მოეშვა. აივანზევე დაინახა ლეგენდარული “ჟირაფი” და “ორთაჭალის ტურფა”. მასპინძელმა კიდევ რამდენიმე ნახატი მიჰყიდა ზდანევიჩს იაფად, მათ შორის იყო “შავი ლომი”. კირილეს დიდი შრომა დასჭირდა, რომ ნახატები მრავალი წლის ჭუჭყისა და მტვრისაგან გაეწმინდა.
1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.
No comments:
Post a Comment